loader

საეჭვო მანქანა და ცრუ განგაში ნაღმის არსებობის შესახებ თამარ მეფის გამზირზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საეჭვო მანქანა და ცრუ განგაში ნაღმის არსებობის შესახებ თამარ მეფის გამზირზე

დღეს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო თამარ მეფის ხიდი და მიმდებარე ტერიტორია, რისი მიზეზიც ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაცია გახდა. გამნაღმველები თამარ მეფის გამზირზე, "დანიურ სახლთან" ასაფეთქებელ მოწყობილობას BMW-ს მარკის ავტომობილში ეძებდნენ. მიმდებარე ტერიტორიაზე ისრაელის საელჩო მდებარეობს. სწორედ საელჩოს თანამშრომლებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ მანქანა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში თამარ მეფის გამზირზე იდგა, საეჭვო წარმომავლობის იყო.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, პატრულის თანამშრომლებმა მიიყვანეს მანქანის მძღოლი, რომელმაც აღნიშნა, რომ გუშინ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მანქანა სწორედ ამიტომ დატოვა ამ ტერიტორიაზე.