loader

შეხლა-შემოხლა დევნილებსა და პოლიციას შორის დევნილთა სამინისტროსთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეხლა-შემოხლა დევნილებსა და პოლიციას შორის დევნილთა სამინისტროსთან

ოპკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე დაპირისპირება მოხდა. აქციას ისანში, ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში შესახლებული დევნილები მართავდნენ. მათ ადგილობრივი დაცვის კორდონი გაარღვიეს და სამინისტროში შეაღწიეს. ამის გამო პოლიციის დამატებითი ძალები გამოიძახეს.

შეკრებილები ითხოვდნენ, შეწყდეს მათი გამოსახლების პროცესი და ალტერნატიული ფართით დააკმაყოფილონ.

აქციის მონაწილეები შემდეგი აქციის გამართვას ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გეგმავენ.