loader

"არ მინდა ამ ქვეყნის მოქალაქეობა, წლებია უსახლკარო ვარ" - აქციაზე ორმა სოცდაუცველმა პასპორტი დახია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ მინდა ამ ქვეყნის მოქალაქეობა, წლებია უსახლკარო ვარ" - აქციაზე ორმა სოცდაუცველმა პასპორტი დახია

დევნილთა სამინისტროსთან შეკრებილ აქციაზე ორმა პირმა საქართველოს პასპორტი დახია, ერთმა კი - დევნილობის დამადასტურებელი საბუთი.

დევნილთა სამინისტროსთან ის პირები იმყოფებოდნენ, რომლებიც ისნის ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში ცხოვრობენ. აქციის მონაწილეები მათ პრობლემებში გარკვევას და დახმარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა შორის სოციალურად დაუცველებიც არიან. ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ ისნის ჰოსპიტალში ცხოვრების გამო ეს სტატუსი მინიჭებული არ აქვთ, მათი მდგომარეობის გადამოწმებას კი არავინ ახორციელებს.

სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ის უკეთ გახდა. აქცია ორგანიზებული იყო ორგანიზაცია "აპრიორის" მიერ.