loader

სოხუმის ცენტრში უშიშროების თანამშრომლებმა 18 წლის ბიჭი სასტიკად სცემეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოხუმის ცენტრში უშიშროების თანამშრომლებმა 18 წლის ბიჭი სასტიკად სცემეს

რუსული მედიის ინფორმაციით, 25 ივლისს სოხუმში, ქალაქის ცენტრში, აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ადგილობრივი მოქალაქე სასტიკად სცემეს. მომხდარი ფაქტი პირად კონტროლზე აიყვანა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ. ე.წ. პარტია "ედინაია აბხაზიის" აღმასრულებელი მდივნის, ნუგზარ აგრბას თქმით კი, ეს ძალოვნების მხრიდან ძალის გადამეტების პირველი შემთხვევა არ არის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რეგიონში ავტორიტარული რეჟიმი ყალიბდება.

როგორც ადგილობრივ ჟურნალისტებს ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა უთხრა, დაზარალებული 18 წლის ახალგაზრდა ასტამურ გერხელიაა, რომელსაც ლეპტოპის ქურდობა დასდეს ბრალად.

ახალგაზრდა ბიჭს დააბრალეს, თითქოსდა მოიპარა 50 ათასი რუბლის ღირებულების ლეპტოპი ორგანიზაციიდან, სადაც დაცვის თანამშრომლად მუშაობდა. ამ ფაქტის განხილვის დროს ადგილზე მივიდა მისი უფროსი ძმა, რომელმაც პირობა დადო, რომ ქურდობის დადასტურების შემთხვევაში ზარალს აანაზღაურებდა. მოლაპარაკების დროს წარმოიქმნა კონფლიქტი, რა დროსაც ადგილზე გამოჩნდნენ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლები. აქედან ერთ-ერთი ახლობელი აღმოჩნდა იმ ადამიანებისა, რომლებსაც ლეპტოპი მოპარეს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე