loader

”სანამ კარგად არ ვიქნები და ჩემი ოჯახი რაღაცას ეღირსება...” - რას ითხოვენ სამარშრუტო ტაქსების გაფიცული მძღოლები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”სანამ კარგად არ ვიქნები და ჩემი ოჯახი რაღაცას ეღირსება...” - რას ითხოვენ სამარშრუტო ტაქსების გაფიცული მძღოლები

სამარშრუტო ტაქსების გაფიცულ მძღოლებს რვა ძირითადი მოთხოვნა აქვთ. მძღოლები მოითხოვენ: კომპანიასა და მძღოლებს შორის დადებული ხელშეკრულებების გადახედვას; მიკროავტობუსების ზუსტი ღირებულების და გადასახადის თანხის გასაჯაროებას; მიკროავტობუსის საპატიო მიზეზის გამო გაჩერების შემთხვევაში ფულადი თანხის არდაგროვებას; ავტომანქანის მოიჯარის მიერ მინდობილ პირზე გადაფორმების შემთხვევაში ნამუშევარი წლების განმავლობაში თანხის ჩათვლას ახალ მეწარმეზე; შაბათ-კვირას და უქმე დღეებზე შესატანი თანხის დღიური გეგმის დაკლებას სეზონურად ზამთარსა და ზაფხულში; ზეთის შეცვლის, ტექნიკური მომსახურების, რემონტის დადგენილ ვადებში განხორციელებას მძღოლის მიერ არჩეული ტექმომსახურების ობიექტზე; გაჩერებულ დღეებზე ძველი ვალების ჩამოწერასა და უსაფრთხოების სამსახურის უფლებების გადახედვას.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი არ დაიშლებიან იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ  დაკმაყოფილდება. ამ დროისთვის მძღოლები შავი ზღვის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, #32 სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე იმყოფებიან. მათი ინფორმაციით, სულ გაფიცულია 40-მდე ხაზი, რომლებიც დიდი დიღმიდან, დიღმის მასივიდან და გლდანიდან გადაადგილდებიან თბილისის უბნებში.