loader

მოსამართლე, რომელიც ხელს მოაწერს "რუსთავი 2"-ის საქმეზე უკანონო გადაწყვეტილებას, ხელს მოაწერს საკუთარ პროფესიულ სიკვდილს - ნიკა გვარამია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსამართლე, რომელიც ხელს მოაწერს "რუსთავი 2"-ის საქმეზე უკანონო გადაწყვეტილებას, ხელს მოაწერს საკუთარ პროფესიულ სიკვდილს - ნიკა გვარამია

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ის ქონების ნაწილი დაყადაღებულია.
ტელეკომპანიის ცნობით, კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს, ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო. ორშაბათს ცნობილი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილება, დაიწყება თუ არა სამაუწყებლო კომპანიასთან სამართლებრივი დავა.

მომხდარს არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა. მიმდინარე პროცესები მან ხელისუფლების ზეწოლად შეაფასა და განაცხადა, რომ ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც ხელს მოაწერს "რუსთავი 2"-ის საქმეზე უკანონო გადაწყვეტილებას, ხელს მოაწერს საკუთარ პროფესიულ სიკვდილს.

იხილეთ ასევე: რას ამბობდა ნიკა გვარამია "ტელეიმედის" დაყადაღებაზე 2007 წელს