loader

ქობულეთის ტრაგედიის შემდეგ ბავშვთა ჯგუფების ქალაქგარეთ გაყვანაზე სამინისტროები რეკომენდაციებს ამუშავებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქობულეთის ტრაგედიის შემდეგ ბავშვთა ჯგუფების ქალაქგარეთ გაყვანაზე სამინისტროები რეკომენდაციებს ამუშავებენ

ბავშვთა ჯგუფების ქალაქგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით, სამინისტროებმა სარეკომენდაციო დოკუმენტის სამუშაო ვერსია შეიმუშავეს. ამასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, სადაც ბავშვთა ჯგუფების ქალაქგარეთ გაყვანისთვის უსაფრთხოების სტანდარტის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ბავშვების სხვადასხვა სახის ჯგუფების მგზავრობასა და განთავსებასთან დაკავშირებით შესაბამისი სტანდარტის შემუშავების ინიციატივა წარმოიშვა.

იხილეთ: როგორ დაიწვა სასტუმრო ქობულეთში, სადაც ბავშვები დაიღუპნენ - კადრები შემთხვევის ადგილიდან