loader

შემთხვევა ზემო ალვანში: ოჯახში მოძალადე მამაკაცმა გამოძახებული პოლიციელი დაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემთხვევა ზემო ალვანში: ოჯახში მოძალადე მამაკაცმა გამოძახებული პოლიციელი დაჭრა

შსს-ს ახმეტის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება სოფელ ზემო ალვანში ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ. შემთხვევის ადგილზე გასულ პოლიციელებს მოქალაქე ელიზბარ პ-მ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ერთ-ერთი სამართალდამცველი თავისა და გულმკერდის არეში დაიჭრა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ის საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მოხდა სპეციალური დანიშნულების დანაყოფის მობილიზება. ჩატარებული ოპერაციის შედეგად თავდამსხმელი დააკავეს.