loader

"სტადიონის მიმდებარედ ასეთ ფაქტებს არ აქვს ადგილი" - ზედამხედველობის სამსახური გადამყიდველებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სტადიონის მიმდებარედ ასეთ ფაქტებს არ აქვს ადგილი" - ზედამხედველობის სამსახური გადამყიდველებზე

"დინამო არენის" მიმდებარე ტერიტორიაზე გადამყიდველები სუპერთასის ბილეთებს ყიდიან. ამის ამსახველი კადრები "პალიტრა ტვ"-ის კორესპონდენტმა ადგილზე გადაიღო, თუმცა, როგორც "პალიტრა ტვ"-სთან სატელეფონო საუბარში თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ნოდარ ტურძელაძემ განაცხადა, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბილეთების გადაყიდვის ფაქტები არ დაფიქსირებულა. ზედამხედველობის სამსახური ბილეთების გაყიდვას უწევს მონიტორინგს.

ტურძელაძის თქმით, სტადიონის გარშემო ამჟამად მობილიზებულია ზედამხედველობის სამსახური, საქპატენტი და საპატრულო პოლიცია.

თბილისში დღეს უეფას სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის გაიმართება. მატჩი "დინამო არენაზე", თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

იხილეთ: ფარულად გადაღებული გადამყიდველები "დინამო არენასთან"