loader

ფონიჭალას ინციდენტის ერთი მონაწილე დაკავებულია - ნარკოტიკს, სავარაუდოდ, კანფეტებში მალავდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფონიჭალას ინციდენტის ერთი მონაწილე დაკავებულია - ნარკოტიკს, სავარაუდოდ, კანფეტებში მალავდნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, 1995 წელს დაბადებული ნამიკ ფ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფონიჭალაში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, 26 შეკვრად დაფასოებული ფხვიერი ნივთიერება ამოიღეს, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება.
გამოძიება ნამიკ ფ-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 353–ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ასევე იხილეთ: რას ჰყვებიან ფონიჭალაში პოლიციელების დაჭრის თვითმხილველები