loader

ხმაური საკრებულოში: ირაკლი კაკაბაძე გააძევეს, "პარტიზანი მებაღეების" აქტივისტმა დეპუტატებს წყალი გადაასხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური საკრებულოში: ირაკლი კაკაბაძე გააძევეს, "პარტიზანი მებაღეების" აქტივისტმა დეპუტატებს წყალი გადაასხა

დედაქალაქის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. დეპუტატები მირზა შაფის კორექტირებულ პროექტს განიხილავდნენ.
სხდომას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა პუბლიცისტ ირაკლი კაკაბაძესა და ინვესტორი კომპანიის "კემპინსკის" წარმომადგენელს შორის.
ირაკლი კაკაბაძემ საკრებულოს უმრავლესობას პროექტის მხარდაჭერისთვის "წუწკები" და "საქართველოს გამყიდველები" უწოდა.
ყვირილის გამო საკრებულოს დაცვამ გადაწყვიტა მათ დარბაზი დატოვებინა.

დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პროექტი ისე შედგა, რომ არ მომხდარა მისი საფუძვლიანი განხილვა.

პროექტის განხილვის დროს "პარტიზანი მებაღეების" აქტივისტმა, ნატა ფერაძემ დეპუტატებს ბოთლით წყალი გადაასხა.
"პარტიზანი მებაღეები" მოითხოვდა, რომ მხარი დაეჭირათ პროექტის დამტკიცების გადადებისთვის, თუმცა, საკრებულოს უმრავლესობამ ეს მოთხოვნა არ გაიზიარა.
ამის შემდეგ ნატა ფერაძემ წყლის ბოთლი დახვრიტა და წყალი დეპუტატებს გადაასხა.