loader

ვიდეოფაქტი: დაბინძურებული მჟავე წყლები ყაზბეგში, სადაც ყოველდღიურად ათეულობით ტურისტი გრილდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოფაქტი: დაბინძურებული მჟავე წყლები ყაზბეგში, სადაც ყოველდღიურად ათეულობით ტურისტი გრილდება

ყაზბეგში ბუნებრივ მინერალურ წყლებზე აუზია მოწყობილი. მჟავე წყლის დალევა და აუზში ბანაობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ტერიტორიაზე კარგ ამინდში ყოველთვის ხალხმრავლობაა. დამსვენებლები გრილდებიან და ირუჯებიან. მათ შორის არიან სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ მინერალური წყლები სამკურნალოა და განსაკუთრებით სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისა და სახსრებისთვის.

ტურისტული ადგილის ცნობადობისა და საჭიროების მიუხედავად, ტერიტორია მიუხედავი და დაბინძურებულია. დამსვენებლებს გაგრილება და გარუჯვა სიბინძურეში უწევთ. ირგვლივ მიმოფანტულია სხვადასხვა სახის ნაგავი, ბოთლები, კონტეინერები, ქაღალდები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები.