loader

"ისეთი დარტყმაა, დღეს ცოცხალი დავრჩები თუ არა, ვერ გეტყვით" - გურანდა გაბუნია ჟვანიას საქმის პროცესზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისეთი დარტყმაა, დღეს ცოცხალი დავრჩები თუ არა, ვერ გეტყვით" - გურანდა გაბუნია ჟვანიას საქმის პროცესზე

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულის - კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ საქმეზე დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს. ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა შესაძლოა, დღეს გამოიტანონ.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ ნაფიც მსაჯულებს დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას შეახსენა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები; ასევე, წარმოადგინა ფოტომასალა, სადაც ზურაბ ჟვანიას სხეულზე - ტუჩზე და თავის არეში დაზიანებებია, ხოლო ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილ უსუპოვს მკერდის არეში აღენიშნება ლაქები და ნაჩხვლეტები. პროკურორმა ნაფიც მსაჯულებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ჟვანიას დაცვის წევრებმა - კობა ხარშილაძემ და მიხეილ ძაძამიამ სამსახურებრივი გულგრილობა ჩაიდინეს.

დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა ძაძამიას ადვოკატმაც, რომლის მტკიცებითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებამდე ყოფილი პრემიერის გადაადგილება მეგობრულად მოახდინა. შესაბამისად, ადვოკატის მტკიცებით, ძაძამია წარდგენილ ბრალდებაში სრულიად უდანაშაულოა.

ასევე იხილეთ: ჟვანიას დაცვის წევრის სკანდალური განცხადება: "ზურასგან მქონდა შემოთავაზება... მითხრა: იმედია, ძალიან არ შეგაშინე..."