loader

რუსი ავტოინსპექტორი მამაკაცს გვერდზე გასვლას და საქმის გარჩევას სთავაზობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსი ავტოინსპექტორი მამაკაცს გვერდზე გასვლას და საქმის გარჩევას სთავაზობს

რუსეთის პრიმორიეს მხარის პოლიცია აგრესიულად განწყობილი საგზაო პოლიციის თანამშრომლის ქმედებით დაინტერესდა, რომელმაც ორი ახალგაზრდა მამკაცს საქმის მამაკაცურად გარჩევა შესთავაზა.

თუ რამ გაამწარა ავტოინსპექტორი, უცნობია, რადგან ვიდეოჩანაწერი იწყება იმ მომენტიდან, როდესაც სამართალდამცველი ერთ-ერთ ახალგაზრდა მამაკაცს ანგარიშსწორებით ემუქრება.

გვერდით გასვლასა და პირისპირ საუბარზე ახალგაზრდა მამაკაცი უარს ამბობს, რის შემდეგაც საგზაო პოლიციის თანამშომელი მეორე ავტომოყვარულზე გადაერთო, რომელიც ყველაფერს მობილური ტელეფონით იღებს.

უკმაყოფილების ფორმალური მიზეზი გახდა ლუდის ბოთლი ახალგაზრდა მამაკაცის ხელში - დარტყმის შემდეგ ქაფიანი სასმელი სამართალდამცველის ფორმაზე დაიღვარა. "შენ ვინ ხარ, რომ ჩემს წინ ლუდი დალიო?!" - ეუბნება მამაკაცს სამართალდამცველი და უცენზურო ლექსიკას აქტიურად იყენებს.

მამაკაცებმა პროკურატურაში განცხადება დაწერეს და ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი წარადგინეს.