loader

ნაფიცმა მსაჯულებმა ჟვანიას დაცვის წევრების მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნაფიცმა მსაჯულებმა ჟვანიას დაცვის წევრების მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს

ნაფიცმა მსაჯულებმა კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი მეორე ეტაპზე ანუ 6-საათიანი დროის დამატების შემდეგ მალევე გამოიტანეს. ვერდიქტისთვის საჭირო იყო ხმათა უმრავლესობა. კერძოდ, 8 ხმა 4-ის წინააღმდეგ.

პირველ ეტაპზე, რომელიც 3-საათიან ვადას მოიცავდა, ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ერთხმად ვერ მიიღეს, შესაბამისად დამატებითი შემდეგი დროის განსაზღვრა გახდა საჭირო.

გამამტყუნებელი ვერდიქტის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ, შეუმსუბუქდებათ თუ დაუმძიმდებათ სასჯელი ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ კობა ხარშილაძესა და მიხეილ ძაძამიას.

იხილეთ ასევე: "ცხოვრებაში ყველაფერი ხდება" - ჟვანიას დაცვის წევრის პირველი კომენტარი განაჩენის გამოცხადების შემდეგ