loader

გიგი უგულავას შვილებმა და "ნაციონალური მოძრაობის" სახეებმა ყოფილ მერს დაბადების დღე ციხესთან მიულოცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგი უგულავას შვილებმა და "ნაციონალური მოძრაობის" სახეებმა ყოფილ მერს დაბადების დღე ციხესთან მიულოცეს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #9 დაწესებულებასთან, ე.წ. მატროსოვის ციხესთან თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაბადების დღე მეგობრებმა აქციით აღნიშნეს. ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე გიგი უგულავას შვილები, მეგობრები, პარლამენტისა და საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ყოფილი გამგებლები იმყოფებოდნენ.

აქციაზე მათ მიიტანეს ბანერები, რომელზეც გაკეთებულია წარწერა "ეს გიგის მერობის დროს გაკეთდა". ბანერებზე ასახული ფოტოები გიგი უგულავას მერობის დროს დედაქალაქში მშენებლობებს და სხვა საქმიანობებს ასახავდა. აქციის მონაწილეების თქმით, ამ ფორმით მიულოცეს პატიმრობაში მყოფ  უგულავას დაბადების დღე.

ავტორები: ეკა ბახუტაშვილი, გიგა ხურცილავა