loader

ჩვენ არავის მტერი არ ვართ, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს - პატრიარქი ჯარისკაცებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩვენ არავის მტერი არ ვართ, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს - პატრიარქი ჯარისკაცებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ჯარისკაცებს მიმართა. როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, ჯარისკაცები იმ ღვაწლის გამგრძელებლები არიან, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს ისტორიიდან მეფე დავით აღმაშენებლის დიდგორის ბრძოლაც გაიხსენა, როდესაც მეფემ უკან დასახევი გზა ჩახერგა. პატრიარქმა ასევე ბიბლიიდან დავით წინასწარმეტყველის ცხოვრების ის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც დავით წინასწარმეტყველმა გოლიათი დაამარცხა.

ილია მეორემ ამ მაგალითით ჯარისკაცებს მოუწოდა, რომ ისინი არ უნდა შეშინდნენ, რადგანაც საკუთარი სამშობლოს დამცველები არიან.