loader

"უაზრო კითხვას თუ დამისვამ, უაზროდ გიპასუხებ" - სამინისტროს მაღალჩინოსანი ჟურნალისტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უაზრო კითხვას თუ დამისვამ, უაზროდ გიპასუხებ" - სამინისტროს მაღალჩინოსანი ჟურნალისტს

განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ დაზიანებული სასკოლო სახელმძღვანელოებისთვის ყდების გამოცვლის ხარჯთაღრიცხვა მოითხოვა. "კურიერის" კორესპონდენტმა თემაზე სასაუბროდ სააგენტოს დირექტორს, გრიგოლ გაგოშიძეს მიმართა, რომელმაც გამომცემლობებს ხარჯთაღრიცხვის მოთხოვნით წერილი გაუგზავნა.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ჟურნალისტთან ისაუბრა, რომ თემა ამოწურულია, რადგან გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის და მისი წერილი მხოლოდ ბაზრის შესწავლის მცდელობა იყო, თუმცა ფაქტია, რომ სკოლების ნაწილმა უკვე გააგზავნა სახელმძღვანელოები ყდების შესაცვლელად.