loader

ზღვა და მთა ერთად - აჭარას წელს ხელახლა აღმოაჩენთ! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზღვა და მთა ერთად - აჭარას წელს ხელახლა აღმოაჩენთ!

ზღვა და მთა ერთად - აჭარის რეგიონის ყველა სტუმარი აქ სასურველ ადგილს იპოვის დასასვენებლად. ისტორიულად აუღებელი ციხის - ხიხანის დაპყრობა ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებისთვის რთული არ არის. აგვისტოს მცხუნვარე მზის ქვეშ საფეხმავლო ბილიკებზე ტურისტებმა ერთი საათი იარეს. ციხეზე ასულები კი დარწმუნდნენ, რომ ამ სანახაობად ყველა დაბრკოლების გადალახვა ღირდა! აჭარის მაღალმთიანეთში, ზღვის დონიდან 2 635 მეტრზე მდებარე ციხეზე, არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. თბილისიდან მთების დასაპყრობად ჩამოსული 20 ახალგაზრდა ულამაზეს პეიზაჟებთან ერთად, ამ უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის თვითმხილველიც გახდა...

ვისაც სიმაღლეების დაპყრობა არ იზიდავს, აჭარის მთებში სხვა გასართობს პოულობს. მახუნცეთის ჩანჩქერი ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მთის მდინარეში ბანაობა განსაკუთრებით ხიბლავთ უცხოელ დამსვენებლებს. სამთო ტურიზმის ხელშეწყობა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წლევანდელი პრიორიტეტია.

ასევე იხილეთ: ბათუმში ტურისტების ნაკადმა იმატა - რა ხდება ქათქათა ქალაქის ცხელ სანაპიროზე

(სიუჟეტში გამოყენებული მუსიკა: "აჭარული ბალადა", კომპოზიტორი გიორგი მოისწრაფიშვილი; "განდაგანა" - კახაბერი)