loader

CNN ანაკლიაში გამართულ GEM fest-ზე: "4 000-წლოვანი ჰანგებიდან ელექტრონულ მუსიკამდე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

CNN ანაკლიაში გამართულ GEM fest-ზე: "4 000-წლოვანი ჰანგებიდან ელექტრონულ მუსიკამდე"

მსოფლიოს N1 დიჯეი ანაკლიის სცენაზე - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული ტელეკომპანია CNN საკმაოდ ვრცელ რეპორტაჟს, რომელსაც საქართველოს ზღვისპირა ქალაქში გამართულ ფესტივალს, GEM fest-ს უძღვნის. ელექტრონული მუსიკის მასშტაბური ფესტივალი GEM fest ანაკლიაში 31 ივლისს გრანდიოზულად გახსნა ტრანსის მეფემ, "გრემის" ნომინანტმა არმინ ვან ბიურენმა.

"ანაკლია არჩეულ იქნა არამხოლოდ სანაპიროს გამო. ეს ტერიტორია პოლიტიკურ დატვირთვასაც ატარებს, რადგან აფხაზეთს ესაზღვრება, რომელმაც საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და კავშირები გაამყარა რუსეთთან. მაშინ, როცა აფხაზეთი საქართველოს დაკარგულ ტერიტორიად მოიხსენიება, GEM fest-ი ცდილობს, ხიდი ააგოს მასთან. სწორედ ამიტომ აფხაზებს GEM fest-ზე მოხვედრა უფასოდ შეეძლოთ" - ნათქვამია რეპორტაჟში.

ასევე იხილეთ: სვანეთი და სვანები CNN-ის ობიექტივში