loader

კადრები ამსტერდამი-პარიზის მატარებლიდან, სადაც 26 წლის მამაკაცმა მგზავრებს ცეცხლი გაუხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ამსტერდამი-პარიზის მატარებლიდან, სადაც 26 წლის მამაკაცმა მგზავრებს ცეცხლი გაუხსნა

21 აგვისტოს ამსტერდამი-პარიზის მატარებელში მგზავრმა ცეცხლი გახსნა. კალაშნიკოვით შეიარაღებულმა მამაკაცმა 3 მგზავრი დაჭრა. ბოროტმოქმედის გაუვნებელყოფა რამდენიმე ამერიკელმა საზღვაო ქვეითმა შეძლო, რომლებიც ამავე მატარებლის მგზავრები იყვნენ. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მათ "სიმამაცისთვის და სწრაფი რეაქციისთვის" მადლობა გადაუხადა.

მგზავრებმა მატარებელი ერთ-ერთ სადგურზე ავარიულად გააჩერეს და თავდამსხმელი პოლიციას გადასცეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 26 წლის მაროკოელია. თავდასხმის მოტივი უცნობია.