loader

"გაქცევაც ვერ მოვასწარით... ქალები ძირს ეყარნენ" - ბათუმში ავტომობილი ტროტუარზე სამ ადამიანს დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაქცევაც ვერ მოვასწარით... ქალები ძირს ეყარნენ" - ბათუმში ავტომობილი ტროტუარზე სამ ადამიანს დაეჯახა

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად სამი ქალი დაშავდა. წერეთლის ქუჩაზე"ემელის" ჯიპი ტროტუარზე შევარდა და პროდუქტების ჯიხურებს დაეჯახა, რის შედეგადაც 3 ქალი დაშავდა. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ავტომობილი მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და პროდუქტების მაგიდებს დაეჯახა.

როგორც გარემოვაჭრეები ყვებიან, მძღოლი შაქრიანი დიაბეტით არის დაავადებული. მათი ვარაუდით, მძღოლი ცუდად გახდა და მომხდარი შემთხვევა ამან გამოიწვია. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ მოტეხილობები აღენიშნებათ.