loader

კუსტარულად დამზადებული ჰიგიენური საშუალებები - თბილისსა და რუსთავში რამდენიმე პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კუსტარულად დამზადებული ჰიგიენური საშუალებები - თბილისსა და რუსთავში რამდენიმე პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და რუსთავში კუსტარულ საწარმოებში დამზადებული დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული პროდუქცია ამოიღო და სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტები გამოავლინა.

გამოძიებით დადგენილია, რომ კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ახორციელებდნენ ჰიგიენური და სარეცხი საშუალებების მწარმოებელი ბრენდების: FAIRY-ს, SAFEGUARD-ის, KROT-ის, Rakhsha-ს და სხვა არაერთი ცნობილი კომპანიის პროდუქციის ფალსიფიკაციას. მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით ბრენდების სახელდებაში ბრალდებულებს შეჰქონდათ უმნიშვნელო ცვლილებები და იდენტური შეფუთვითა და დიზაინით საცალო ბაზარზე ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ სარეცხის ჟელეს, ავეჯის საწმენდებს, საპნებს და სხვა ფალსიფიცირებულ პროდუქციას.

ბრალდება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.