loader

კადრები ოქროყანიდან, სადაც მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე დაიჭრა, მისი დეიდაშვილი კი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ოქროყანიდან, სადაც მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე დაიჭრა, მისი დეიდაშვილი კი დაიღუპა

ოქროყანაში წუხელ ღამით ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც მძიმედ დაიჭრა ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე, პოლიციის გენერალ-მაიორი ლევან გვაზავა, ხოლო მისი დეიდაშვილი, ასევე ყოფილი პოლიციელი რეზო კალომლეწავი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით ადგილზე დაიღუპა.

ლევან გვაზავას ახლობლები თავდასხმის ვერსიას გამორიცხავენ და თვითმკვლელობის მცდელობაზე საუბრობენ. როგორც ახლობლებლებმა განაცხადეს, გვაზავამ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც საკუთარი იარაღის შემთხვევით გავარდნას მისი დეიდაშვილი, რეზო კალომლეწავი ემსხვერპლა.

ლევან გვაზავა ინგოროყვას კლინიკაში, რეანიმაციის განყოფილებაში, მძიმე მდგომარეობაშია მოთავსებული, მისი გარდაცვლილი დეიდაშვილი, რეზო კალომლეწავი კი საკუთარ სახლში გადაასვენეს.