loader

ლევან გვაზავა სახის არეშია დაჭრილი, მისი მდგომარეობა მძიმეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლევან გვაზავა სახის არეშია დაჭრილი, მისი მდგომარეობა მძიმეა

ოქროყანაში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილ ლევან გვაზავას ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში სახის არეში ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, კერძოდ, სახის ძვლების ოსტეოსინთეზი. ამჟამად პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. საუნივერსიტეტო კლინიკასთან გვაზავას მეუღლე მოდელი ნინო ორდენიძე და ოჯახის ახლობლები იმყოფებიან.

ახლობლების ინფორმაციით, ლევან გვაზავა ორ დეიდაშვილთან და კიდევ ერთ ახლობელთან ერთად, რომელიც ავტომანქანას მართავდა, მარიამობის აღსანიშნავად მისი ძმის სახლში, პანტიანში იმყოფებოდა. უკან დაბრუნებისას, ავტომანქანაში ლევან გვაზავას შემთხვევით გაუვარდა და ტყვია მის წინა სავარძელზე მჯდომ რეზო კალომლეწავს მოხვდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ გვაზავამ თვითმკვლელობა სცადა, იგივე იარაღი ყბასთან მიიბჯინა და გასროლა განახორციელა, თუმცა, ტყვიას ტვინამდე არ მიუღწევია, რადგან ის ცხვირის ძვალმა გააჩერა.

ასევე იხილეთ:

დაჭრილი ლევან გვაზავას მეუღლე - მოდელი ნინო ორდენიძე და ახლობლები საავადმყოფოსთან

კადრები ოქროყანიდან, სადაც მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე დაიჭრა, მისი დეიდაშვილი კი დაიღუპა