loader

"მგონია, საქართველოში აღარ ვცხოვრობ..." - რა ხდება ღამით აღმაშენებლის გამზირზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მგონია, საქართველოში აღარ ვცხოვრობ..." - რა ხდება ღამით აღმაშენებლის გამზირზე

აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრები ჯემალ ბაგრატიონი რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს იხსენებს. მისი თქმით, ადგილობრივებსა და უცხოელ მამაკაცებს შორის თითქმის ყოველ ღამით ხდება კონფლიქტი. ტეტელაშვილის ქუჩის ბინადარი ლალი მგალობლიშვილი გვიყვება, რომ მის ეზოში მდებარე "ჰოსტელებში" მცხოვრებ უცხოელ მამაკაცებს ქართველი გოგონები მიჰყავთ და მათი ხმაური მეზობლებს დაძინების საშუალებას არ აძლევს...

აღმაშენებლის გამზირზე მომრავლებული უცხოელების შემჩნევა რთული არ არის. ძირითადად, ირანიდან, თურქეთიდან და ერაყიდან ჩამოსული ტურისტების თუ თბილისში დამკვიდრებული უცხოელების სიმრავლეს ადგილობრივები აღმაშენებელზე მათ მიერ გახსნილ კვების და სხვა ობიექტებს მიაწერენ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გასაუბრებაზე უარი სხვადასხვა მიზეზით გვითხრეს - ხშირ შემთხვევაში, ენის ბარიერის გამო ან უბრალოდ, კამერასთან საუბარი არ ისურვეს.

ავტორები: თორნიკე ყაჯრიშვილი, გიორგი შეყილაძე, გიორგი ღუდუშაური

წაიკითხეთ სტატია "კვირის პალიტრის" საიტზე