loader

"ევროპაში აღარ არის მანქანები ასე იაფად..." - რუსთავის ავტობაზრობაზე თვეებია ავტომობილებს ვეღარ ყიდიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ევროპაში აღარ არის მანქანები ასე იაფად..." - რუსთავის ავტობაზრობაზე თვეებია ავტომობილებს ვეღარ ყიდიან

რუსთავის ავტობაზრობაზე მყიდველი თითქმის არ არის. ცარიელია როგორც ევროპული, ისე იაპონური და ამერიკული მანქანების ზონები. მძღოლებს ერთადერთ გამოსავლად ლოდინი და სიცხეში ჩრდილში თავის შეფარება დარჩათ.

ავტოიმპორტიორები განბაჟებასთან დაკავშირებული ჯარიმების შეღავათების გაგრძელებას მოითხოვენ, რომელსაც ვადა 1-ელ სექტემბერს ეწურება. ეს შეღავათები განბაჟების ვადებთან დაკისრებული ჯარიმების ამნისტიას და განბაჟების ვადის 60 დღემდე გახანგრძლივებას ითვალისწინებს. როგორც ავტოიმპორტიორები აცხადებენ, მაღალწლიან მანქანებზე აზერბაიჯანის ბაზრის დახურვისა და ლარის კურსის ვარდნის გამო ავტომობილების გაყიდვა ძალიან გართულდა და მათ განბაჟებისთვის საჭირო თანხები არ აქვთ, ჯარიმები კი საკმაოდ მაღალია.