loader

"თბილისი" - ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი უცნობი ტალანტების გამოსავლენად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თბილისი" - ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი უცნობი ტალანტების გამოსავლენად

"თბილისი" - ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსია, რომელიც დედაქალაქის საკრებულოს ინიციატივით ტარდება და რომლის მიზანი ახალი ტალანტების გამოვლენაა არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში.

კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების მიღება 20 ივლისიდან დაიწყო და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ განაცხადები რვა ნომინაციაზე წარადგინონ: წლის საუკეთესო პროზაული, პოეტური, ფერწერული, ფოტოხელოვნებისა და არქიტექტურის ნაწარმოებები. ასევე, სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის იქნება ნომინაცია "წლის საუკეთესო ესე - "ჩემი თბილისი", გამოვლინდება "წლის საუკეთესო სიმღერა" და "წლის საუკეთესო ქანდაკება". ამავე დროს, დაწესებულია "ჟიურის სპეციალური პრიზიც".

კონკურსის ბიუჯეტია 50 ათასი ლარი. გამარჯვებულებისთვის ხოხბის სკულპტურასთან ერთად 1500-1500 ლარია დაწესებული. ნომინანტთა დაჯილდოება თბილისობის დღესასწაულზე მოხდება.