loader

"რა ვქნა, გადავხტე, თავი მოვიკლა..." - შემწეობის გარეშე დარჩენილი ოჯახი, რომელსაც საჭმლის და მკურნალობის ფულიც არ აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა ვქნა, გადავხტე, თავი მოვიკლა..." - შემწეობის გარეშე დარჩენილი ოჯახი, რომელსაც საჭმლის და მკურნალობის ფულიც არ აქვს

შემწეობის გარეშე დარჩენილ ტოროსიანების ოჯახს უბინაოდ დარჩენაც ემუქრებათ. მას შემდეგ, რაც სოციალური დახმარება შეუწყდათ, ბანკის ვალს ვეღარ იხდიან. წლების მანძილზე 150-ლარიანი შემწეობით ირჩენდნენ თავს, ბოლო რამდენიმე თვეა 5-სულიანი ოჯახი მოხუცის პენსიის იმედად დარჩა.

გრიგორი ტოროსიანს ქრონიკული დაავადება აქვს, მისი ძმა კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. ოჯახში, სამი ზრდასრულის გარდა, გრიგორის ორი შვილიც ცხოვრობს. ტოროსიანებს ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალი დარჩათ - განცხადებით მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და ქულების გადახედვა მოითხოვონ, რომელიც ხელახალი შემოწმების შემთხვევაში შემწეობის აღდგენის საკითხს განიხილავს.

ავტორები: ხათუნა გაგნიძე, გიგა ხურცილავა