loader

"საშუალოვადიან პერიოდში ლარის გამყარება უნდა მოხდეს" - დიმიტრი ქუმსიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საშუალოვადიან პერიოდში ლარის გამყარება უნდა მოხდეს" - დიმიტრი ქუმსიშვილი

მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, ლარი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

"ლართან დაკავშირებით მკაფიოდ მინდა დავაფიქსირო, რომ სახელმწიფოს ყველა შტო ერთობლივად მუშაობს და პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები და დეტალური ანალიზი. მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, დღეს ლარი იმაზე მეტად გვაქვს გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს. როდესაც საგადამხდელო ბალანსს გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ რეალურად, წინა წელთან შედარებით, დღეის მდგომარეობით ეროვნულ ვალუტაზე 182 მილიონი დოლარით ნაკლებია წნეხი, რაც იმას ნიშნავს, რომ გვაქვს საკმაოდ დიდი ლუფტი იმისთვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარი გამყარდეს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საშუალოვადიან პერიოდში ახალ წლამდე პერიოდი მოიაზრება.