loader

"აქვთ ვალები აზარტული თამაშების გამო და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ" - ხიდაშელი ჯარში სუიციდის ფაქტებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აქვთ ვალები აზარტული თამაშების გამო და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ" - ხიდაშელი ჯარში სუიციდის ფაქტებზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ჯარში სუიციდის შემთხვევების უდიდესი ნაწილი აზარტული თამაშებიდან გამოწვეული ვალების გამო ხდება.

როგორც ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე ხიდაშელმა განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყველა, სამოქალაქო თუ სამხედრო პირი, რომელიც დასაქმებულია თავდაცვის სამინისტროში ან შეიარაღებულ ძალებში და დაუდასტურდებათ, რომ ჩაბმულები არიან აზარტულ თამაშებში, სამუდამოდ გათავისუფლდებიან სამხედრო სამსახურიდან.