loader

თურქი პოლიციელები ათათურქის აეროპორტში აშშ-ს მოქალაქეს სასტიკად მოექცნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქი პოლიციელები ათათურქის აეროპორტში აშშ-ს მოქალაქეს სასტიკად მოექცნენ

სტამბოლში, ათათურქის სახელობის აეროპორტში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების საქციელს აშშ-ს ერთი მოქალაქის სიკვდილი მოჰყვა. 48 წლის აფროამერიკელი ტრეისი ლინ ბრაუნი თურქეთში ტრანზიტული რეისით ჩავიდა, სადაც პოლიციელებთან უთანხმოება მოუვიდა და დაკავების პუნქტში წასვლაზე უარი თქვა. შედეგად პოლიციის თანამშრომლებმა ძალა გამოიყენეს, ერთ-ერთი სამართალდამცველმა კი, რომელიც ქალის დამშვიდებას ცდილობდა, მას მკერდზე მუხლი დააჭირა. შედეგად ქალმა გულმკერდის სერიოზული დაზიანება მიიღო და 10 დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციის 12 თანამშრომლის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძღული. პროკურატურამ მათთვის 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, ხოლო ექიმისთვის, რომელიც იმ დღეს აეროპორტში მორიგეობდა 6 წელი პატიმრობა. მორიგი სასამართლო სხდომა 2015 წლის ოქტომბერში გაიმართება.