loader

ქურმუხის ეკლესიაში ქართველებს ლოცვა ეკრძალებათ, აზერბაიჯანელები კი ფილმებს იღებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქურმუხის ეკლესიაში ქართველებს ლოცვა ეკრძალებათ, აზერბაიჯანელები კი ფილმებს იღებენ

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ბუბა კუდავა "ფეისბუქში" აქვეყნებს აზერბაიჯანული ფილმის ნაწყვეტს და წერს: "სულ ახლახან გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ვიგებთ, რომ აზერბაიჯანში, ისტორიულ ჰერეთში, იქაურ ქართველთა უმთავრეს სალოცავში - ქურმუხის წმ. გიორგის ეკლესიასა და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამონასტრო კომპლექსის - ლექართის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული ფილმისა თუ სერიალისთვის გადაღებები უწარმოებიათ. ერთი შეხედვით, ამაში მიუღებელი არაფერია. თუმცა კადრებიდან ჩანს, რომ მსახიობები უდიერად ეპყრობიან ისტორიულ ძეგლებს, დახტიან ეკლესიის საკურთხეველსა და კედლებზე, ძვრებიან ლექართის ერთ-ერთი ტაძრის სახურავზე..."

კუდავა ასევე შენიშნავს, რომ ქართველებს ქურმუხში მღვდელმსახურების (ისიც მარტო პარაკლისის) ჩატარება წელიწადში მხოლოდ ორჯერ, გიორგობის დღესასწაულებზე შეუძლიათ. ტაძარში შეუძლებელია არამცთუ წირვის ჩატარება, არამედ სხვა პერიოდებში მოძღვრის უბრალოდ ვიზიტიც კი.

წაიკითხეთ ვრცლად