loader

ლას-ვეგასის აეროპორტში თვითმფრინავის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლას-ვეგასის აეროპორტში თვითმფრინავის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა

ბრიტანული ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ძრავას ლას-ვეგასის აეროპორტში ცეცხლი გაუჩნდა. "ბიბისის" ცნობით, ბორტზე 172 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 159 - მგზავრი, ხოლო 13 ეკიპაჟის წევრი იყო.

მომხდარის გამო მათი სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა. როგორც აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, 13 ადამიანი საავადმყოფოში მცირედი დაზიანებებით გადაიყვანეს.

აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის პრესსპიკერის, იან გრეგორის თქმით, ძრავას ცეცხლი აფრენამდე გაუჩნდა. ხანძარი მალევე ჩააქრეს. სამგზავრო ლაინერი ლონდონის "გატვიკის" აეროპორტში მიემგზავრებოდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა.