loader

"ჩემი ნარკოტიკი არის ჩემი მეგობრები, ოჯახი და ლელა წურწუმია, რომელსაც უკეთესი "მამულიჩა" ეკუთვნის" - კახა მამულაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი ნარკოტიკი არის ჩემი მეგობრები, ოჯახი და ლელა წურწუმია, რომელსაც უკეთესი "მამულიჩა" ეკუთვნის" - კახა მამულაშვილი

ჩემი ნარკოტიკი არის ჩემი მეგობრები, ოჯახი და ლელა წურწუმია, რომელსაც უკეთესი "მამულიჩა" ეკუთვნის, - ამის შესახებ პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა გათავისუფლების შემდეგ სასამართლოში მისვლისას განაცხადა. იგი საქალაქო სასამართლოში გარკვეულ დოკუმენტზე ხელის მოწერის მიზნით ადვოკატთან ერთად მივიდა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა მოტივით მოხდა მისი გათავისუფლება, მამულაშვილმა აღნიშნა, უთხრეს, რომ საზოგადოებისთვის საშიში აღარ არის.

"საზოგადოებისთვის საშიში აღარ ხარო - მითხრეს და გირაოთი გამომიშვეს. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩემი ნარკოტიკი არის ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახი და ყველაზე მთავარი - ლელა წურწუმია, რომელსაც უკეთესი "მამულიჩა" ეკუთვნის", - განაცხადა კახა მამულაშვილმა.

ნარკოდანაშაულში ბრალდებული კახა მამულაშვილის პროცესი, სადაც იგი 15 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ჟურნალისტების გარეშე ჩატარდა. მან სასამართლო დატოვა, მოგვიანებით დაბრუნდა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.