loader

უსინათლო პაციენტი მედდას სთხოვს, ფანჯარაში გაიხედოს... მისი პასუხი გულს მოგიკლავთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უსინათლო პაციენტი მედდას სთხოვს, ფანჯარაში გაიხედოს... მისი პასუხი გულს მოგიკლავთ

მძიმედ დაავადებულ ორ მამაკაცს საავადმყოფოს ერთ პალატაში ათავსებენ. ერთ-ერთი მათგანი უსინათლოა და მეორე მამაკაცი მას ყოველდღე უყვება, თუ რა ხდება ფანჯრის მიღმა... უსინათლო ისმენს საოცარ ისტორიებს ადამიანებზე, რომლებიც პარკში სეირნობენ, წყვილზე, რომელიც ერთმანეთს ყოველდღე ხვდება, მამაკაცს ქალისთვის ყვავილები მიაქვს, ისინი ჩხუბობენ... ერთ დღესაც კი შერიგდებიან და მამაკაცი ქალს პარკში ხელს სთხოვს...

"არ ვიცი, რა მეშველებოდა, შენ რომ არ მიყვებოდე, რა ხდება მაგ პარკში. შენ გამაცნობიერებინე, რომ უამრავი რამით შეიძლება სიამოვნების მიღება, მაშინაც კი, თუ ვერ ხედავ..." - ეუბნება უსინათლო მამაკაცი თანაპალატელს.

ერთ საღამოს მთხრობელი პალატიდან საოპერაციოდ გაჰყავთ... და უკან აღარ აბრუნებენ - მან ოპერაცია ვერ გადაიტანა. უსინათლო მამაკაცი პალატაში შესულ მედდას სთხოვს, ფანჯარაში გაიხედოს და უთხრას, რა ხდება პარკში...