loader

"ეს არის ჩემი ოჯახის მიმართ "ნაციონალური მოძრაობის" მიზანმიმართული დისკრედიტაცია" - გიორგი არეშიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არის ჩემი ოჯახის მიმართ "ნაციონალური მოძრაობის" მიზანმიმართული დისკრედიტაცია" - გიორგი არეშიძე

თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მიზანმიმართულ დისკრედიტაციას უწოდებს.

გიორგი არეშიძე ახალგაზრდული ბანაკის ორგანიზებისთვის გადარიცხულ თანხებზე საუბრობს და აცხადებს, რომ თითოეულ ლართან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი არეშიძეს დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვასა და მითვისებაში ადანაშაულებენ.

გიორგი არეშიძის საქმიანობის შესახებ გამოძიების დაწყების მიზნით პროკურატურაში განცხადებაც შევიდა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გივი კუბლაშვილი აცხადებს, რომ გიორგი არეშიძემ კონტრაქტი თავის მეგობართან გააფორმა, რომელიც ასევე მერიის თანამშრომელია.