loader

მათთვის, ვინც სამსახურს ეძებს - 21-25 სექტემბერს ვაკანსიების კვირეული გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მათთვის, ვინც სამსახურს ეძებს - 21-25 სექტემბერს ვაკანსიების კვირეული გაიმართება

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტი 21 -25 სექტემბერს ვაკანსიების კვირეულს გამართავს.

როგორც დასაქმების დეპარტამენტის უფროსმა თეა სტურუამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დასაქმების მაძიებელ პირთა შესაბამისი რეგისტრაცია 14 სექტემბერს დაიწყება და ერთ კვირას გასტანს. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტში 60-მდე დამსაქმებლის მიერ 500-მდე ვაკანსიაა შესული.

რაც შეეხება რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პროცედურას, სტურუას თქმით, სამუშაოს მაძიებლები თავდაპირველად დასაქმების პორტალზე, www.worknet.gov.ge-ზე უნდა დარეგისტრირდნენ, ხოლო უშუალოდ ვაკანსიების კვირეულში მონაწილეობის მისაღებად უნდა ეწვიონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდს: www.ssa.gov.ge-ს, რის შემდეგაც სპეციალური ბანერის მეშვეობით დარეგისტრირდებიან ვაკანსიების კვირეულზე.