loader

"პლაჟი ყველასია, ეს უკვე ბატონ-ყმობაა" - ქობულეთში სასტუმროს მეპატრონემ ზღვის სანაპირო უკანონოდ შემოღობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პლაჟი ყველასია, ეს უკვე ბატონ-ყმობაა" - ქობულეთში სასტუმროს მეპატრონემ ზღვის სანაპირო უკანონოდ შემოღობა

ქობულეთში კერძო ობიექტების მეპატრონეებმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტერიტორია - ზღვის სანაპირო უკანონოდ გადაღობეს. გადაღობილი სანაპიროს მიმდებარედ პლაჟზე მყოფი დამსვენებლები შემთხვევას არაერთგვაროვნად აფასებენ. ზოგი ამბობს, რომ სანაპიროს შემოღობვაში პრობლემას ვერ ხედავს, ზოგი კი ფაქტს "თანამედროვე ბატონ-ყმობას" უწოდებს.

ქობულეთის გამგეობამ "ჯორჯიან პალასს" ჯერ წერილობით გააფრთხილა და კონსტრუქციის დემონტაჟისთვის გონივრული ვადა მისცა, შემდეგ კი ზედამხედველობის სამსახურმა ჯარიმა დააკისრა და საქმე სასამართლოს გადასცა. გამგებლის მოადგილის ირაკლი ცეცხლაძის განმარტებით, შემოღობვა თვითნებურია და უკანონოა.