loader

"დასანგრევი და თავიდან ასაშენებელია" - დუქნების და სამიკიტნოების გარეშე დარჩენილი ფიროსმანის ქუჩა ყოველდღე ინგრევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დასანგრევი და თავიდან ასაშენებელია" - დუქნების და სამიკიტნოების გარეშე დარჩენილი ფიროსმანის ქუჩა ყოველდღე ინგრევა

7 თვის წინ, დანგრევის პირას მყოფი ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციისა და სამიკიტნოებისა და დუქნების გახსნის ინიციატივა საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა განიხილეს. საკრებულოში ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარის რიმა ბერაძის განცხადებიდან 7 თვის შემდეგ, ფიროსმანის ქუჩაზე არაფერი შეცვლილა. მოსახლეობა ისევ დანგრევის პირას მყოფ სახლებსა და შენონებში ცხოვრობს.

ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციაზე საუბარი არ ისურვეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჩინეთში ვიზიტად იმყოფება, თბილისში არ არის ჩუღურეთის რაიონის გამგებელიც. ფიროსმანის ქუჩის ბინადრები დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ავარიული შენონების ჩამონგრევის საფრთხე ყოველდღიურად იზრდება.