loader

"დილა წიგნებისა" - აგათა კრისტის "საფრთხე ენდჰაუსში"; "ტომი და ჯერის თავგადასავალი"; "უნივერსალური სამედიცინო ენციკლოპედია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დილა წიგნებისა" - აგათა კრისტის "საფრთხე ენდჰაუსში"; "ტომი და ჯერის თავგადასავალი"; "უნივერსალური სამედიცინო ენციკლოპედია"

ყოველ ორშაბათს, "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში, 08:45 საათზე, რუბრიკით "დილა წიგნებისა", მწერალი Toresa Mossy და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე კვირის საგამომცემლო სიახლეებს მაყურებელს აცნობენ.

დღეს "კვირის პალიტრა" დეტექტივის გურმანებს კიდევ ერთ სერიოზულ სადილს გიმზადებთ და აგათა კრისტის გახმაურებულ წიგნს "საფრთხე ენდჰაუსში" გთავაზობთ.

იმ საფრთხეებისგან თავიდაცვას კი, რომელსაც სხვადასხვა დაავადება ჩვენ ორგანიზმს უმზადებს "პალიტრა L"-ის საჩუქარი "უნივერსალური სამედიცინო ენციკლოპედია" გასწავლით. 400-მდე დაავადება, რომელიც ძირითადად გვხვდება და ის პრევენციული მეთოდები, რომელსაც ყველა განათლებულმა ადამიანმა უნდა მიმართოს - ისწავლეთ საკუთარი სხეულის მოვლა თავად!

ჟურნალ "კარუსელთან" ერთად გამოვა "ტომი და ჯერის თავგადასავლების" კოლექცია. აღნიშნული სერიის 8 წიგნი ტომი და ჯერის მოყვარულ პატარებს წიგნთან ურთიერთობის დაწყებაში დაეხმარება.