loader

რა მოთხოვნებით გაიფიცნენ "ნიკორას" თანამშრომლები და რას პასუხობს მათ ხელმძღვანელობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მოთხოვნებით გაიფიცნენ "ნიკორას" თანამშრომლები და რას პასუხობს მათ ხელმძღვანელობა

"ნიკორას" ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოების თანამშრომლები დღეს გაიფიცნენ. ისინი ნაძალადევის რაიონში, კომპანიის სათავო ოფისთან იყვნენ შეკრებილები, მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასის გაზრდა და ჯარიმების შემსუბუქებაა.

სააქციო საზოგადოება "ნიკორას" გენერალური დირექტორის, ირაკლი ბოქოლიშვილის ინფორმაციით, შპს "ნიკორას" თანამშრომლებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელფასი 28%-დან 75%-მდე გაეზარდათ. რაც შეეხება "ნიკორას" გაფიცული თანამშრომლების კიდევ ერთ მოთხოვნას, რაც ჯარიმების შემსუბუქებას უკავშირდება, გენერალური დირექტორის ინფორმაციით, საწარმოებში სხვადასხვა ტიპის ჯარიმები არსებობს, ზოგიერთი უსაფრთხოებას და ტექნოლგიურ პროცესს უკავშირდება.

დღის ბოლოს საწარმოს თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. ისინი დამფუძნებლებს ხუთშაბათს, 17 სექტემბერს შეხვდებიან.