loader

იანვარ-აგვისტოში რუსეთის მიმართულებით მგზავრთა ნაკადი 92 %-ით გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იანვარ-აგვისტოში რუსეთის მიმართულებით მგზავრთა ნაკადი 92 %-ით გაიზარდა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდა და საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის მატება დაფიქსირდა. კერძოდ, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობამ 1.501.748 შეადგინა, რაც, მისი განმარტებით, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას 10%-ით (1.365.213 მგზავრი) აღემატება.

ამასთან, მინისტრის თქმით, გაზრდილია უშუალოდ თბილისიდან რუსეთის მიმართულებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაც.
მისი ინფორმაციით, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში აღნიშნული მიმართულებით მგზავრთნაკადი გაიზარდა 92 პროცენტით.

ასევე, ქუმსიშვილის ინფორმაციით, რუსეთის გარდა, მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი – 64 პროცენტიანი ზრდა (54 559 მგზავრი) ფიქსირდება არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით, 32-პროცენტიანი ზრდა (67 474 მგზავრი) ისრაელის მიმართულებით და 21 პროცენტით (33 649 მგზავრი) ყაზახეთის მიმართულებით.