loader

"არ ჩავაბარებ, ჩავწურამ სახლში" - ჩაბარების ნაცვლად, გლეხებს ყურძენი ქუჩაში გამოაქვთ გასაყიდად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ ჩავაბარებ, ჩავწურამ სახლში" - ჩაბარების ნაცვლად, გლეხებს ყურძენი ქუჩაში გამოაქვთ გასაყიდად

გურჯაანელი ასლან ბაქრაძე წლევანდელი რთველით უკმაყოფილოა. თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად არა მოსავლის სიმცირეს, არამედ ყურძნის ფასს უჩივის. დაპირებული 1 ლარის ნაცვლად ქარხნებისგან შეთავაზებული ფასი, მისი თქმით მხოლოდ მევენახის ხარჯებს თუ ეყოფა. "რთველი 2015"-ის პირობებით უკმაყოფილო მევენახეთა ნაწილმა, მოსავლის რეალიზაციის ალტერნატიულ გზას მიმართეს - ჩაბარების ნაცვლად, გლეხებმა ყურძენი ქუჩაში გამოიტანეს გასაყიდად.

კახეთში რთველი 5 სექტემბერს დაიწყო, თუმცა მევენახეები მოსავლის აღების ნაცვლად კვლავ აქციებისთვის ემზადებიან.

ავტორები: ჯონი პატარკაციშვილი; გიორგი ღუდუშაური