loader

სკოლის ავტობუსის მძღოლმა მატარებელთან შეჯახებამდე ერთი წუთით ადრე 60 ბავშვი გადაარჩინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკოლის ავტობუსის მძღოლმა მატარებელთან შეჯახებამდე ერთი წუთით ადრე 60 ბავშვი გადაარჩინა

გერმანიაში მატარებელი სკოლის ავტობუსს დაეჯახა, რომელიც ჰამბურგთან ახლოს სარკინიგზო გადასასვლელზე გაიჭედა. მსხვერპლთა რიცხვი შეიძლება ათობით ყოფილიყო, რომ არა მძღოლის ელვისებური რეაქცია.

ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გამორბიან მოსწავლეები ორგანყოფილებიანი ავტობუსიდან , რამდენიმე წამში კი მას მატარებელი ეჯახება.

23 წლის ავტობუსის მძღოლმა კარის გახსნა და 60 ბავშვის გამოშვება მოასწრო. იგი რელსებზე გადასვლას არ შეეცადა, რადგან მიხვდა, რომ სახიფათო ზონის დატოვებას ვერ მოასწრებდა. რეაქციისთვის მას ერთი წუთი ჰქონდა. მემანქანე ცდილობდა საგანგებო დამუხრუჭების გამოყენებას, მაგრამ ავარიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.