loader

”ოქრიკას” დედა გიგი უგულავას მხარდაჭერას უცხადებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”ოქრიკას” დედა გიგი უგულავას მხარდაჭერას უცხადებს

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის დედა ცირა გოდერძიშვილი ე.წ. მატროსოვის დაწესებულებასთან მივიდა.

როგორც ცირა გოდერძიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი მხარდაჭერას უცხადებს გიგი უგულავას. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა უნდა აღსრულდეს.
"ჩემი მოთხოვნაა, რომ ღარიბაშვილის ყველა პირადი პატიმარი გათავისუფლდეს", - განაცხადა ცირა გოდერძიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა გიგი უგულავას ადვოკატებს.

ცირა გოდერძიშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შემდეგ ოქროპირიძე უნდა გათავისუფლდეს. ცირა გოდერძიშვილის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება ოქროპირიძესთან მიმართებაში მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც გიგი უგულავსთან მიმართებაში.

იხილეთ ასევე: ის ბრძენკაცი ახლა თავს იმძინარებს - თამარ ჩერგოლეიშვილი და სხვა "ცნობილები" მატროსოვის ციხესთან

ამერიკის დროშიანი ბაბუ გიგი უგულავას მხარდასაჭერად მატროსოვის ციხესთან

ის ბრძენკაცი ახლა თავს იმძინარებს - თამარ ჩერგოლეიშვილი და სხვა "ცნობილები" მატროსოვის ციხესთან