loader

ამერიკელი ილუზიონისტი ტრიუკის შესრულების დროს კინაღამ დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკელი ილუზიონისტი ტრიუკის შესრულების დროს კინაღამ დაიღუპა

ამერიკელი ილუზიონისტის, სპენსერ ჰორსმანის შოუ ინციდენტის გამო გადადეს, რომელიც ნიუ-ჯერსის სახელმწიფო თეატრთან ახლოს მოედანზე მოხდა. ილუზიონისტი წარმოდგენის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მთავარი ტრიუკის რეპეტიციის დროს ლამის დაიხრჩო.

სპენსერ ჰორსმანის ამოცანა იყო, რომ 2,5 წუთში წყლით სავსე მინის ყუთიდან ამოსულიყო. მისი სხეული ჯაჭვებით იყო დაბმული, გარდა ამისა ყუთი ამწით ჰაერში ასწიეს.

იმ მომენტში, როდესაც სპენსერმა მინის ყუთზე ხელების დარტყმა დაიწყო, საქმეში ავარიული სამსახურის თანამშორმლები ჩაერთვნენ. მამაკაცი კონსტრუქციიდან გამოიყვანეს და უახლოეს საავადმყოფოში სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად გადაიყვანეს.