loader

ზვიად სიჭინავას სადღეგრძელო სოხუმში: "ამაყი ვარ, რომ ეს ქალაქი აფხაზეთის დედაქალაქია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზვიად სიჭინავას სადღეგრძელო სოხუმში: "ამაყი ვარ, რომ ეს ქალაქი აფხაზეთის დედაქალაქია"

ფეისბუქზე გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა სოხუმის სადღეგრძელოს ამბობს, რბილად რომ ვთქვათ ქართველი ინტერნეტმომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია. ვიდეო მომხმარებელმა ლიკა გვარამიამ რამდენიმე საათის წინ ატვირთა რუსული მინაწერით: ”სიჭინავა ზვიად ამირანოვიჩ! ვამაყობ შენით”.

ზვიად სიჭინავა, რომელიც ცოტა ხნის წინ ოჩამჩირეში ცნობილი ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას საფლავის მოსანახულებლად იმყოფებოდა, ასეთ სადღეგრძელოს სვამს: "სოხუმი ძალიან მიყვარს. აფხაზეთი სოხუმის გარეშე არ არსებობს ჩემთვის. ეს მნიშვნელოვანი ადგილია ჩემთვის. ეს არის ქალაქი, სადაც ვცხოვრობდი, სადაც ყბაში მიმიღია, სადაც მიჩხუბია... მე ამაყი ვარ, რომ ეს ქალაქი ამ ქვეყნის დედაქალაქია. მინდა დავლიო სადღეგრძელო ქვეყნის, რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც ცხოვრობს, აქვს დანიშნულება, სურვილი და მიზანი, რომლისკენაც მიდის".