loader

"ახალშობილის კანი დაფარული იყო ტალახით, მზესუმზირის ნაჭუჭებით" - ვარკეთილში მიტოვებული ჩვილი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახალშობილის კანი დაფარული იყო ტალახით, მზესუმზირის ნაჭუჭებით" - ვარკეთილში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

თბილისში, ვარკეთილის დასახლების ერთ-ერთი კორპუსის ეზოში ახალდაბადებული ჩვილი იპოვეს. ახალშობილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც იგი ახალშობილთა რეანიმაციულ განყოფილებაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ახალშობილი მდედრობითი სქესიაა და 2 კილოგრამს და 200 გრამს იწონის. მედიკოსების მიერ მისი მდგომარეობის შეფასება მიმდინარეობს, რათა განისაზღვროს როდის დაიბადა ბავშვი.

ნაპოვნი ჩვილის საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.