loader

ახლა დასასვენებლად მივდივარ - გიგი უგულავას პირველი კომენტარი გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახლა დასასვენებლად მივდივარ - გიგი უგულავას პირველი კომენტარი გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ

ახლა მივდივარ დასასვენებლად, სამეცნიერო მივლინებაში, - ამ სიტყვებით შეაფასა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი საქალაქო სასამართლოს შენობაში, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, როცა ის ბადრაგს საპატიმროში გადასაყვანად ელოდა.

რიყის ტერიტორიისა და "თბილსერვისის" საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერის, გიგი უგულავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, დავით კეზერაშვილი კი გაამართლა და პატიმრობა გაუუქმა. გიგი უგულავას 4 წელი და 6 თვე შეეფარდა.

იხილეთ ასევე: რა ხდებოდა სასამართლოს ეზოში გიგი უგულავას დაპატიმრებამდე - ემოციური გამომშვიდობება ოჯახთან

"სამ კვადრატულ მეტრში უფრო თავისუფალი ხარ, ვიდრე იმ დიდ შუშის სასახლეში" - გიგი უგულავას გამოსვლა დაპატიმრებამდე


გიგი უგულავას პატიმრობა შეეფარდა - როგორ შეხვდა ის განაჩენს

გიგი უგულავამ შვილებს და მეუღლეს სასამართლოს შენობიდან გული უჩვენა